Accentnews.ge
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა

ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეთათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღი დაასახელა

06/09/2022 15:57:11 ევროპა

ევროკომისიამ დაადასტურა გადაწყვეტილება, 12 სექტემბრიდან სრულად თქვას უარი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე.

ევროკავშირი წინადადებას მიმდინარე კვირაში მოიწონებს, - განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა.

შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო მოსაკრებელი შესაძლოა, 85 ევრომდე გაიზარდოს, ხოლო გაცემის ვადები 45 დღემდე გაგრძელდეს. გარდა ამისა, ვიზის მისაღებად მეტი დოკუმენტი გახდება საჭირო, მრავალჯერადი ვიზების რაოდენობა კი შეიძლება, შეიზღუდოს.

„რუსეთთან უკვე აღარ შეიძლება საქმის ჩვეულებრივად წარმოება. გამოვდივართ წინადადებით, მთლიანად შეწყდეს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება და არ იქნეს აღიარებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები. სავიზო რეჟიმის გამარტივება ნიშანია ნდობისა, რომელიც მთლიანად დაანგრია რუსეთის აგრესიულმა ომმა,“ – დაწერა ტვიტერში ევროკომისიის თავმჯდომარემ ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, შემოწმდეს, ხომ არ ემუქრებიან ვიზებზე განაცხადების შემომტანები ევროკავშირის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ურთიერთობებს. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის მრავალჯერადი ვიზა აქვთ, მისი ვადის გასვლამდე შეეძლებათ ევროკავშირში შესვლა.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესახებ მოქმედი შეთანხმების შესახებ 31 აგვისტოს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები დამატებით შეზღუდვებს დაუწესებენ რუსეთის მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ შენგენის ვიზები ექნებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S