Accentnews.ge
ზელენსკის ფრონტზე მიღწეული წარმატებების შესახებ შტაბის სხდომაზე მოახსენეს

ზელენსკის ფრონტზე მიღწეული წარმატებების შესახებ შტაბის სხდომაზე მოახსენეს

06/09/2022 18:00:05 ევროპა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე მიღწეული წარმატებების შესახებ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომის დროს იყო ინფორმირებული, – იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი.

„უმაღლეს მთავარსარდალს ეცნობა ფრონტის მთელ ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ. კერძოდ, თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანადგურეს რუსი დამპყრობლების სარაკეტო საცავები,ბაზები, შტაბები და ლოგისტიკური მარშრუტები. გარკვეულ რაიონებში მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა მტრის ძალების ჩასახშობად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შტაბის წინა შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ გამოაცხადა ხერსონის ოლქის ორი დასახლების და დონეცკის ოლქის ერთი დასახლების განთავისუფლების შესახებ.

ხერსონის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე სამოილენკომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ვისოკოპოლიე გაათავისუფლეს ხერსონის რეგიონში. რუსულმა ტელეგრამ–არხებმა და ბლოგერებმაც დაადასტურეს რუსი სამხედროების მიერ ვისოკოპოლიეს დაკარგვა.

6 სექტემბერს რიგი რუსული ტელეგრამ–არხები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე (ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარე ქალაქი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული) შეტევა წამოიწყეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინული კონტრშეტევის გასართულებლად რუსებმა ხიდები ააფეთქეს.

იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე აღნიშნული მიმართულებით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას უყრიდა თავს, იგივე ტელეგრამ–არხები აგვისტოს მეორე ნახევრიდან წერდნენ.

თეორიულად ბალაკლეის მიმართულებით დარტყმას შეუძლია, იზიუმის ირგვლივ დაბანაკებული მსხვილი რუსული დაჯგუფება ალყაში მოაქციოს.

ცნობისთვის: უკრაინამ უკვე წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S