
ვერტმფრენი, საკრუიზო რაკეტები, სამეთაურო პუნქტები, სამხედრო ტექნიკა – უკრაინის გენშტაბი ბრძოლის შედეგების შესახებ იუწყება
06/09/2022 18:21:37 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 6 სექტემბერს საღამოს ფრონტზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში.
„თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები იკავებენ პოზიციებს და მტერს არ აძლევენ შესაძლებლობას, ღრმად გადავიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები დოლინას, სოლედარის, ნოვობახმუტოვკას, კოდემას, ზაიცევოს, ავდეევკას, მარინკასა და ლიუბომიროვკას დასახლებებში", - ნათქვამია ანგარიშში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ დღე–ღამის განმავლობაში რვაზე მეტ დარტყმა განახორციელა, შედეგად, განადგურდა მტრის სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და მნიშვნელოვანი რაოდენობის ცოცხალი ძალა დონეცკის და სამხრეთ ბუჟის მიმართულებით მდებარე საყრდენებში.
„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს ერთი ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი საკრუიზო რაკეტა... საცეცხლე დაზიანება მიაყენეს მტრის ექვს სამეთაურო პუნქტს, კორპუსის დონის ჩათვლით. გაანადგურეს ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის სამი ობიექტი. აღნიშნულ ზონაში მოხვდა ცხრა საჰაერო თავდაცვის სისტემა. მიმდინარეობს შედეგების დაზუსტება. ამავდროულად, განადგურდა რადიოელექტრონული სადაზვერვო და საბრძოლო ტექნიკა, საკომუნიკაციო სადგურები, პონტონური და საბორნე გადასასვლელები, სხვადასხვა დონის საბრძოლო მასალის რვა საცავი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მტრის შეტევითი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.