Accentnews.ge
აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს

06/09/2022 19:32:17 სამართალი

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიას აშშ-ში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს. ინფორმაციას ამის შესახებ თორდია თავად ავრცელებს.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ოთარ ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

2021 წლის თებერვალში სასამართლომ ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, ჩხუბის დროს მის თანმხლებ პირს, მიხეილ ჩოხელს კი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S