Accentnews.ge
პოლონეთში შიშობენ, რომ ქვეყანაში დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა შესაძლოა, უკრაინიდან შეაღწიონ

პოლონეთში შიშობენ, რომ ქვეყანაში დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა შესაძლოა, უკრაინიდან შეაღწიონ

06/09/2022 20:08:43 ევროპა

პოლონეთში უკრაინიდან დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შესაძლო შეღწევის გამო შიშობენ,– ამის შესახებ, უკრაინული გამოცმის „ევროპული სიმართლის“ ცნობით, კარპაჩში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთის სეიმის დეპუტატმა პაველ კრუტულმა განაცხადა.

ამავე წყაროს ცნობით, ეს განცხადება უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე უკრაინული მსუბუქი და სატვირთო მანქანების შემოწმების დროის გაზრდის თაობაზე დისკუსიის დროს გაკეთდა. დისკუსიის ბევრმა მონაწილემ განაცხადა, რომ პოლონეთი არაფერს აკეთებს საზღვრის გავლის პროცესის დასაჩქარებლად.

ამის შესახებ დეპუტატმა კრუტულმა, რომელიც პოლიციისა და სეიმის სასაზღვრო სამსახურის მოდერნიზაციის ქვეკომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ ბოლო დროს მესაზღვრეებმა უკრაინიდან პოლონეთში იარაღის ტრანსპორტირების ფაქტები დააფიქსირეს.

”ჩვენ გვეშინია, რომ ამ გზით დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები ცდილობენ პოლონეთში შეღწევას, ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად და უსაფრთხოდ”, - თქვა მან.

ორშაბათს პოლონელ მძღოლთა ჯგუფმა გადაკეტა დოროგუსკ-იაგოდინის საგუშაგო უკრაინის საზღვარზე.

გაფიცულებმა მოითხოვეს დერეფნის გახსნა ცარიელი სატვირთო მანქანების გადასასვლელად, ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა შემოწმების დაჩქარების მიზნით, ასევე ნებართვების დაბრუნება უკრაინელი მძღოლებისთვის, რომლებიც მიდიან პოლონეთში.

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ საზღვრის გადაკვეთის პრობლემა სწორედ პოლონეთის მხარეს იქმნება, სადაც „ყოველდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებ მანქანას ამოწმებენ“.

სამშაბათს, უკრაინამ და პოლონეთმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას დოროგუსკ-იაგოდინის საგუშაგოზე მოძრაობის განბლოკვის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S