
ტრასი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის რანგში ზელენსკის პირველად ესაუბრა
06/09/2022 20:35:03 ევროპა
პირველი უცხოელი ლიდერი, რომელთანაც ბრიტანეთის ახალ პრემიერ–მინისტრ ლიზ ტრასს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც თავადვე დააანონსა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. კომუნიკაციისს შესახებ „ტვიტერზე“ ზელენსკიმ დაწერა.
ზელენსკის თქმით, მან ტრასი უკრაინაში მიიწვია და „მადლობა გადაუხადა ბრიტანელებს უკრაინის დიდი თავდაცვითი და ეკონომიკური დახმარებისთვის“.
„მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს იგი [დახმარება]“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში ბრიტანეთის მონაწილეობა და რუსეთზე შემდგომი ზეწოლა.
"მიზანი – აგრესიის შეჩერება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ყველა ფორმატში", - დასძინა ზელენსკიმ.