გურიაში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

07-09-2022 09:22:39 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 სხვადასხვა მონაკვეთზე 62.4 კმ გზის რეაბილიტაციას აგრძელებს. პროექტების ჯამური ღირებულება 58.5 მილიონი ლარია.

ამის შესახებ გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"გამოწვევები, რომლებიც სამუშაოს წარმოების გრაფიკთან დაკავშირებით გააჩნდა კონტრაქტორ კომპანიას, ამ ეტაპზე, გამოსწორებულია და სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს.

ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს გზა უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის. ამ გზით, ასევე, შესაძლებელია გურიიდან აჭარის რეგიონთან, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეთთან დაკავშირება",- აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები