„მეგონა, ყველანი დავიხოცებოდით“: როგორ ეხმარება 8 წლის ბიჭი უკრაინელ სამხედროებს

07-09-2022 12:19:19 ეს საინტერესოა

ლვოვში რვა წლის იურა ნაპორა მაქსიმალურად ცდილობს ფულის გამომუშავებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის: ის ხალხმრავალ ადგილებში მამასთან ერთად მღერის უკრაინულ სიმღერებს ომის შესახებ – კლასიკურს და თანამედროვეს. თანხას, რომელსაც მას გამვლელები ჩუქნიან, ჯარს გადასცემს. იურამ უკვე შეაგროვა 185,000 გრივნა (დაახლოებით, $4,500): მოხალისეებმა ამ თანხით იყიდეს ღამის ხედვის მოწყობილობა და ნაწილობრივ გამოადგათ სამხედრო ჯიპის შესაძენადაც. ახლა იურა და მისი ოჯახი უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადასთვის კვადკოპტერის შესაძენად აგროვებენ თანხას.

იურას მშობლები ამბობენ, რომ მას არც ერთი დღე არ უცხოვრია სიმღერის გარეშე. რამდენიმე წლის წინ შეამჩნიეს შვილის ნიჭი და გუნდში გაგზავნეს, მაგრამ ბავშვმა სიმღერა საკლასო ოთახის გარეთ დაიწყო: ფრონტის ხაზიდან ცნობებმა მას თვითშემოქმედებისკენ უბიძგა.

"ომი რომ დაიწყო, მეგონა, ყველანი დავიხოცებოდით", - ამბობს ბიჭი და აგრძელებს, "მაგრამ დავინახე, ისე გვიცავენ ჩვენი ჯარისკაცები, რომ ტანკებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. და მამას ვუთხარი: „იქნებ ვიმღეროთ და მათ დავეხმაროთ?“.

მამამ შვილის ინიციატივას მხარი სიამოვნებით დაუჭირა და მათ სიმღერების სწავლა დაიიწყეს.

"მე აქ ვზივარ, ლვოვში. მშვიდად დავდივარ, თავზე არაფერი მეცემა, ჩვენი ბიჭები აღმოსავლეთში არიან... ამიტომ, როდესაც იურამ ეს იდეა შემოგვთავაზა, თვალები გამიბრწყინდა და მას მხარი დავუჭირე. ასე გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე მას ძალა ეყოფა“,– ამბობს იურას მამა ნაზარი, მაგრამ შვილი ხაზგასმით უსწორებს – „ვიდრე ომი არ დასრულდება! ვიდრე ჩვენი მეომრები არ გაიმარჯვებენ!“.

ახალგაზრდა არტისტის რეპერტუარში საკმარისი სიმღერებია სრულფასოვანი კონცერტისთვის. ჩვეულებრივ, იურა და მამამისი ლვოვში, რკინიგზის სადგურის მოედანზე. ნაზარი ამბობს, რომ ინსტრუმენტზე დაკვრა შვილის ინიციატივის შემდეგ – მოკლე დროში ისწავლა, ამიტომ მთელს იმედებს სწორედ იურაზე ამყარებს, გადაფაროს მისი ნაკლოვანებები:

"ჩვენი მთავარი ფსონი იურაზეა. ასე რომ, იმედი მაქვს, ის სიმღერით გადაფარავს ჩემს ყველა ნაკლოვანებას, საერთოდ არ ვარ მუსიკოსი – დაკვრა ბუკვალურად 4 კვირაში ვისწავლე“.

იურას ხმა გამვლელებს გულგრილს არ ტოვებს: ფული მაშინვე ყუთში იყრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები