
ბალტიისპირეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსებს საზღვრები ჩაუკეტონ
07/09/2022 08:29:41 ევროპა
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიეტუვასა და ესტონეთთან ერთად მიიღწა „პრინციპული შეთანხმება“ რუსეთის მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
კერძოდ, შენგენის ვიზის მფლობელები ვერ შეძლებენ ამ ქვეყნების სახმელეთო საზღვრების გადაკვეთას რუსეთთან და ბელორუსთან. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლებთან, დიპლომატებთან მიმართებით და ასევე ჰუმანიტარული მიზეზების გამო საზღვრის კვეთის მსურელთათვის.