Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ყირიმში რუსულ სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიშები პირველად აღიარა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ყირიმში რუსულ სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიშები პირველად აღიარა

07/09/2022 14:11:42 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ალექსირებულ ყირიმში განთავსებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე აგვისტოში უკრაინელი სამხედროების სარაკეტო თავდასხმები აღიარა,– ამის შესახებ ნათქვამი „Укринформ“–ისთვის მომზადებულ სტატიაშია „სამხედრო კამპანიის უზრუნველყოფის პერსპექტივები 2023: უკრაინული შეხედულება“.

ზალუჟნისა და სახალხო დეპუტატ მიხაილ ზაბროდსკის სტატიაში საუბარია, „უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევაზე საომარი მოქმედებების ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიზიკურად გადატანაში“.

„საუბარია, ყირიმში, მტრის ავიაბაზებზე წარმატებული სარაკეტო დარტყმების სერიაზე, უპირველესად – საკის აეროდრომზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანაა 2023 წისთვის – რუსებისთვის ეს ეს გრძნობები სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც უფრო მწვავე, ბუნებრივი და საკმაოდ ხელშესახები გახადოს, მიუხედავად სამიზნეებამდე დიდი მანძილისა“, - ნათქვამია სტატიაში.

ეს არის პირველი ოფიციალური აღიარება ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებში კიევის მონაწილეობის შესახებ. მანამდე უკრაინის ხელისუფლებას და სამხედროებს ყირიმში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა ყირიმელებს, მათ მიაწოდონ ცნობები ანექსირებულ ყირიმში რუსული ჯარების განლაგების შესახებ.

16 აგვისტოს დილით აფეთქებები მოხდა ანექსირებული ყირიმის ჟანკოის რაიონში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქდა საბრძოლო მასალის საწყობები, დაზიანდა სატრანსფორმატორო ქვესადგური და რკინიგზა. მომხდარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „დივერსია“ უწოდა.

მანამდე, 9 აგვისტოს საკის აეროდრომზე იყო აფეთქებების სერია. ამ შემთხვევაში რუსეთმა მომხდარი საბრძოლო მასალის დეტონაციას დაუკავშირდა. სატელიტური ფოტოები მოწმობს, რომ განადგურდა რამდენიმე რუსული სამხედრო თვიმფრინავი, თუმცა აღნიშნულს რუსეთი არ ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S