Accentnews.ge
მტრის შეტევა მოგერიებულია 8 დასახლებულ პუნქტთან – უკრაინული სარდლობა

მტრის შეტევა მოგერიებულია 8 დასახლებულ პუნქტთან – უკრაინული სარდლობა

08/09/2022 06:12:03 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის ოლქებში განახორციელეს 10-ზე მეტი სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევა წარმატებით მოიგერიეს 8 დასახლებულ პუნქტთან.

სარდლობის ცნობით, სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად, გასულ 24 საათში ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციებზე განახორციელა 30-ზე მეტი დარტყმა.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს რუსეთის არმიის სუ-25 ტიპის 2 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და 5 უპილოტო საფრენი აპარატი.

იხილეთ ასევე: ISW: უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში სავარაუდოდ, 400კმ² ტერიტორია დაიბრუნა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S