Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი გარდა ორი სუ–25–ისა, რუსული კა-52–ის, მი-24–ის და დრონების განადგურების შესახებ იუწყება

უკრაინის გენშტაბი გარდა ორი სუ–25–ისა, რუსული კა-52–ის, მი-24–ის და დრონების განადგურების შესახებ იუწყება

08/09/2022 06:35:08 ევროპა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში რუსების სუ-25 ტიპის ორი თვითმფრინავი, კა-52 და მი-24 ტიპის ვერტმფრენები და ხუთი დრონი გაანადგურეს, - იუწყება უკრაინის გენშტაბი.

„დღის განმავლობაში, სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალების ავიაციამ 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს“, - აღნიშნულია შეტყობინებაში.

უწყების ცნობით, უკრაინის სახმელეთო ჯგუფების სარაკეტო ჯარები და არტილერია აგრძელებენ კონტრშეტევის ფარგლებში საბრძოლო ამოცანების შესრულებას, მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემების მოშლას, მტრის პერსონალის და სამხედრო ტექნიკის განადგურებას. მათ მიმდინარე დღის განმავლობაში, სამეთაურო პუნქტს, საწვავის და საპოხი მასალების საწყობს, მტრის ცოცხალ ძალას, იარაღსა და სამხედრო ტექნიკას დაარტყეს იმ ადგილებში, სადაც ოკუპანტები არიან კონცენტრირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S