
მელიტოპოლში რუსეთის მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ორგანიზაციის „რუსეთთან ვართ“ შტაბი ააფეთქეს
08/09/2022 07:18:18 ევროპა
8 სექტემბერს დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსეთის სახელისულებო პარტიის მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობის „ჩვენ რუსეთთან ვართ“ შტაბში აფეთქება მოხდა,– იუწყება მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი.
„დღევანდელი აფეთქებები მელიტოპოლში არის „ედინაია რასიას“ მინუს კიდევ ერთი შტაბი ლომონოსოვის ქუჩაზე მდებარე ახალი ფოსტის შენობაში, რომელიც ოკუპანტებმა იგდეს ხელთ“, - განაცხადა ფედოროვმა.
თავად ორგანიზაციამაც დაადასტურა მათ შტაბში მომხდარი აფეთქება და მას უკრაინის მიერ ჩადენილი „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.
აფეთქების შესახებ ინფორმაცია სევასტოპოლის რუსმა ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა დაადასტურა. მისი თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მელიტოპოლი მიმდინარე წლის 25 თებერვლიდან რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშაა.