Accentnews.ge
400–ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი,1226 საარტილერიო სისტემა, 2112 ტანკი – განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან

400–ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი,1226 საარტილერიო სისტემა, 2112 ტანკი – განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან

08/09/2022 07:39:38 ევროპა

რუსეთის არმიამ ბოლო დღის განმავლობაში 640-მდე ჯარისკაცი დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი და დასძენს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგები პერსონალში შეადგენს დაახლოებით 51 200 ჯარისკაცს.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე – ომის 197–ეს რუსეთმა დაკარგა:

  • ტანკი – 2112 (+15),
  • ჯავშანტექნიკა – 4557 (+37),
  • საარტილერიო სისტემა – 1226 (+32),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 305 (+5),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 159 (+3),
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 239 (+2),
  • ვერტმფრენი – 210 (+2),
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 884 (+4),
  • გემი/ნავი – 15,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3344 (+24),
  • სპეცტექნიკა –110 (+1),
  • ფრთოსანი რაკეტა – 214.

„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგები (ბოლო დღის განმავლობაში) დონეცკის მიმართულებით დაფიქსირდა. მონაცემები ზუსტდება“, - დასძენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S