Accentnews.ge
უკრაინის ომბუდსმენი: „რუსეთმა ბრიტანელი პოლ ურის დასახიჩრებული ცხედარი დააბრუნა, ადამიანი მსგავს წამებას ვერ უძლებს!“

უკრაინის ომბუდსმენი: „რუსეთმა ბრიტანელი პოლ ურის დასახიჩრებული ცხედარი დააბრუნა, ადამიანი მსგავს წამებას ვერ უძლებს!“

08/09/2022 08:04:40 ევროპა

უკრაინის პარლამენტის ადამიანის ადამიანის უფლებათა კომისრის დიმიტრი ლუბინეცის განცხადებით, ბრიტანეთის მოქალაქის პოლ ურის ცხედარს წამების კვალი აღენიშნება.

პოლ ური სეპარატისტების ტყვეობაში იმყოფებოდა და 10 ივლისს გარდაიცვალა. უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის – დონეცკის ე.წ. ხელისუფლებ თავდაპირველად განაცხადა, რომ ის „ავადმყოფობისა და სტრესის“ გამო გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ გარდაცვალების მიზეზად დაასახელეს „მწვავე კორონარული უკმარისობა, გართულებული ფილტვებისა და ცერებრალური შეშუპებით“.

ლუბინეცის თქმით, რუსეთმა ბრიტანელის ცხედარი თვენახევრიანი მოლაპარაკების შემდეგ დააბრუნა, მის სხეულს "ნაწილები აკლია, არის უამრავი ჭრილობა":

„ივლისში ჩვენ ვნახეთ რუსი პროპაგანდისტების განცხადებები პოლ ურიის გარდაცვალების შესახებ „ავადმყოფობისა და სტრესის შედეგად“ და 7 სექტემბერს მივიღეთ დასახიჩრებული ცხედარი“.

მისივე თქმით, გარდაცვალების საბოლოო მიზეზს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

"როგორც ომბუდსმენმა, უკვე დღეს შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სიკვდილი იყო ძალადობრივი. ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია მსგავსი წამების ატანა. მე ვნახე დაღუპულის ცხედრის ფოტო და ეჭვები არ მაქვს", - თქვა მან და დასძინა “მოხალისე პოლ ურის წამების გზით მკვლელობა ომის დანაშაულია, რაც შემდგომი მტკიცებულება იქნება რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტრიბუნალზე“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „მოქალაქეების დაკავება და წამება არის ბარბაროსობა და საზარელი სამხედრო დანაშაული“:

"ის იყო მამაცი ადამიანი, რომელმაც თავი მიუძღვნა ხალხის გადარჩენას. უკრაინა არასოდეს დაივიწყებს მას და მის ღვაწლს. ჩვენ გამოვავლენთ ამ დანაშაულის მონაწილეებს და მართლმსაჯულების წინაშე წარვადგენთ. ისინი მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან“.

ბრიტანეთმა პოლ ურის გარდაცვალების შესახებ ცნობების შემდეგ რუსეთის ელჩი გამოიძახა. მანამდე ლონდონმა მოსკოვისგან მომხდარის შესახებ განმარტებები მოითხოვა.

პოლ ური 45 წლის იყო. BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, ის იყო მოხალისე, თანამშრომლობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან Presidium Network და ეხმარებოდა უკრაინელებს ომის დროს. პოლ ურის ოჯახმა მის სიკვდილში რუსეთის მთავრობას დაადანაშაულა და ისინი, ვინც მას ტყვეობაში ამყოფებდა.

მათი თქმით, ოჯახმა დანამდვილებით იცის, რომ დაკავების დროს პოლს თან ჰქონდა ინსულინი - მას აწუხებდა პირველი ტიპის დიაბეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S