Accentnews.ge
რუსეთმა ბახმუტში ძირითადი ძალები გადაისროლა - გაიდაი

რუსეთმა ბახმუტში ძირითადი ძალები გადაისროლა - გაიდაი

08/09/2022 09:53:04 ევროპა

რუსეთმა ძირითადი ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისკენ გადმოისროლა, რამაც შეამცირა ტვირთი ლუგანსკის რეგიონზე,– იუწყება ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

„მდგომარეობა ძალიან მძიმე რჩება. ლუგანსკის ოლქი ახლა ყველაზე ცხელი წერტილი არ არის. რუსული არმიის ძირითადი ძალისხმევა მიმართულა ბახმუტის აღებისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წარმატებები აქვთ როგორც ხერსონის, ისე ხარკოვის რეგიონებში, რუსები ჯარებს ათავსებენ სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ჩვენ [ლუგანსკის რეგიონში - რედ.] უფრო მცირე დატვირთვა გვაქვს“,– აბობს გაიდაი.

მისივე თქმით, დამპყრობლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში, სტარობელსკსა და სხვა დასახლებებში მამაკაცების იძულებით მობილიზებას ცდილობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S