Accentnews.ge
უკრაინის უშიშროებამ რუსების ინფორმატორი დააკავა

უკრაინის უშიშროებამ რუსების ინფორმატორი დააკავა

08/09/2022 10:19:02 ევროპა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ნიკოლაევში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა.

„გამოძიების მიხედვით, 62 წლის ადგილობრივი პენსიონერი მოღალატე აღმოჩნდა.

ის თავად გამოვიდა მტრის დახმარების ინიციატივით იდეოლოგიური მოტივებით. სოციალური ქსელების საშუალებით გადასცემდა რაშისტებს მონაცემებს: უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ფორმირებების ადგილმდებარეობის შესახებ; სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მოძრაობაზე ნიკოლაევის ოლქის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

მამაკაცის დაკავებისას მტკიცებულებების სახით ამოიღეს მობილური ტელეფონი და ლეპტოპი.

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა 7 სექტემბერს დღის განმავლობაში ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის ხუთ თემს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რუსული ჯარები ყოველდღიურად ბომბავენ ნიკოლაივის, დონეცკის, ხერსონის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რაიონებს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, ეს ხორციელდება ამ რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, რასაც უკრაინელი სამხედროები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S