
NDI – ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება 39%–ს აქვს, სააკაშვილის მიმართ – 32%–ს
21/05/2019 07:58:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება რესპონდენტთა 39%–ს აქვს, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ – 32%–ს.
პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.