
იტალიის ექს–პრემიერს უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობა მერკელთან ერთად სურს
08/09/2022 14:33:44 ევროპა
იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მას ანგელა მერკელთან ერთად სურს შუამავლობა იტვირთოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში,– იუწყება უკრაინული მედია Corriere Della Sera–ზე დაყრდნობით.
„მერკელთან ერთად ვისურვებდი დარწმუნებას და შუამავლობას, რომ დასრულდეს კონფლიქტი უკრაინასა და რუსეთს შორის“, - განაცხადა ბერლუსკონიმ და დასძინა, „ამჟამად ვერანაირ ეკონომიკურ ზარალს ვერ ვხედავ პუტინისთვის. ვფიქრობ, მას შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს სანქციებსა და გაზის ფასის ზღვარს“.
ბერლუსკონის სიტყვებს უკვე გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„გარკვეული ფიგურების უცნაური წინადადებები, გახდნენ შუამავლები უკრაინასა და რუსეთს შორის, უნდა განიხილებოდეს, როგორც უკრაინის თემის გამოყენების მცდელობა საკუთარი სახელის რეანიმირებისთვის.
ნებისმიერ შუამავალს უნდა ჰქონდეს ნდობა, ავტორიტეტი, აქტუალობა. არც ბერლუსკონს და არც მერკელს ეს არ აქვთ“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი Twitter-ზე.
ბერლუსკონისა და პუტინს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. 2011 წლის შემდეგ, როდესაც ბერლუსკონი თანამდებობიდან გადადგა, მან პუტინთან ურთიერთობა კვლავ გააგრძელა.
აპრილში ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ იგი "იმედგაცრუებული" იყო პუტინის ქმედებებით.
"მას ყოველთვის მივიჩნევდი საღი აზრის მქონე ადამიანად", - აცხადებდა იტალიის ყოფილი პრემიერი.