Accentnews.ge
პირველი სასწავლო კურსის კადეტები საადაპტაციო პერიოდს გადიან

პირველი სასწავლო კურსის კადეტები საადაპტაციო პერიოდს გადიან

06/09/2022 14:52:51 თავდაცვა, რეკლამა

პირველი სასწავლო კურსის კადეტები საადაპტაციო პერიოდს გადიან.

საადაპტაციო პერიოდი საცხოვრებელ ოთახებში გადანაწილებით, მათთვის კუთვნილი ნივთების მიღებითა და ზოგადი წესების გაცნობით დაიწყო. მოგვიანებით პირველი სასწავლო კურსის კადეტებს სასწავლო კურსის უფროსი მაიორი ირაკლი დეისაძე შეხვდა. მათ ზოგადი წესები, დღის განრიგი, უფლება-მოვალეობები, ლიცეუმში მოქმედი სამოტივაციო პროგრამები, უსაფრთხოების წესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე კადეტებისათვის შედგენილია სპეციალური საადაპტაციო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სამხედრო კომპონენტების, სამწყობრო მომზადების, სამხედრო ფორმის ტარების წესის, ასევე, თავდაცვის ძალების ღირებულებების, სახელმწიფო სიმბოლიკების გაცნობას. კადეტები საადაპტაციო პერიოდის განმავლობაში გაივლიან ფსიქოლოგიურ გასაუბრებასა და ტესტირებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S