
ენტონი ბლინკენი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
08/09/2022 14:57:52 ევროპა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიპლომატის თქმით, მან ზელენსკის უკრაინისთვის აშშ-ის მიერ უსაფრთხოების დახმარების უახლესი ტრანშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს მანამ, ვიდრე ეს საჭიროა. მე გავიმეორე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან შეხვედრისას დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად” - განაცხადა ბლინკენმა.