
კონტრშეტევის შედეგად უკვე 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გავათავისუფლეთ - უკრაინის გენშტაბის ანგარიში
08/09/2022 15:16:02 ევროპა
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვისა და იუჟნობუჟის მიმართულებით გაათავისუფლეს რუსეთის ოკუპაციისგან ტერიტორია, რომლის ფართობი 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტია,– ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი ოლექსი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჯამში ვენი ქვედანაყოფებმა გარკვეული მიმართულებებით მტრის თავდაცვის სიღრმეში 2-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრით წაიწიეს წინ. გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნებული ტერიტორიის მთლიანი ფართობი ხარკოვისა და იუჟნობუჟის მიმართულებით 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტია“, - განაცხადა გრომოვმა.
მისი თქმით, ხარკოვის მიმართულებით დაკარგული ტერიტორიების აღდგენის მიზნით, კვირის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებთან და სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით გარკვეულ რაიონებში აქტიურობენ:
„ამჟამად სამხედრო შენაერთებმა მოწინააღმდეგის თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს... ხარკოვის მიმართულებით აქტიური ოპერაციების ჩატარებისას 20-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული“.
მან დასძინა, რომ კრამატორსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 2 კმ-მდე სიღრმეზე დაწინაურდნენ, ხოლო სლავიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 კმ-მდე სიღრმეზე წაიწიეს და გაათავისუფლეს სოფელი ოზერნოე.