Accentnews.ge
კადეტები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან

კადეტები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან

08/09/2022 15:33:42 თავდაცვა, რეკლამა

კადეტები სასწავლო ვიზიტით პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსში იმყოფებიან.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის 10 კადეტი, ორი პედაგოგი და სამხედრო ინსტრუქტორი ერთკვირიან სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

სასწავლო პროგრამა დატვირთულია როგორც საგანმანათლებლო, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებით.

ვიზიტის პირველ დღეს ლიცეუმის წარმომადგენლებს სავაჭრო სკოლა კომპლექსის დირექტორმა ანდჟეი კაჩმარეკმა და სკოლის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე სასწავლო ვიზიტის მნიშვნელობასა და ერთობლივ აქტივობებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კადეტებმა მასპინძელი სკოლის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს. იხილეს სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ოფიცერთა კლასების მიერ წარმოდგენილი საჩვენებელი აქტივობები.

კადეტები პოლონეთში ვიზიტის პერიოდში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სასწავლო აქტივობაში, რომელიც გაჯერებული იქნება პრაქტიკული დავალებებით. ისინი პოლონელ თანატოლებთან ერთად ჩართული იქნებიან თვითგადარჩენის, პირველადი სამედიცინო დახმარების, სამაშველო-სახანძრო და სამხედრო კომპონენტებით შედგენილ სწავლებებში. რეალური გარემოს შესაბამისი იმიტირებული სწავლებები საუკეთესო შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარების, ენობრივი კმომპეტენციის გაუმჯობესების, უცხო გარემოში ადაპტირებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების გამომუშავებისათვის.

სასწავლო ვიზიტი კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ტიპის სწავლებაში მონაწილეობა ლიცეუმში მოქმედი კადეტთა სამოტივაციო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია. პროგრამაში მონაწილეობისათვის კადეტები შეირჩევიან რეიტინგული სიის მიხედვით, რომელიც შედგენილია სხვადასხვა კრიტერიუმების შესაბამისად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S