Accentnews.ge
უკრაინელი სამხედროები ბალაკლეაში შევიდნენ – მედია [ვიდეო]

უკრაინელი სამხედროები ბალაკლეაში შევიდნენ – მედია [ვიდეო]

08/09/2022 17:57:38 ევროპა

ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში მდებარე ქალაქ ბალაქლეის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები შევიდნენ,– იუწყება უკრაინული გამოცემა «Украинская правда» სოციალურ ქსელებში უკრაინელი სამხედროების პუბლიკაციებზე და ტელეგრამ–არხ «Политика страны»–ზე დაყრდნობით.

კიდევ ერთმა უკრაინულმა გამოცემა УНИАН–მა გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია სამხედრო ტექნიკა და უკრაინელი ჯარისკაცები ბალაკლიას საკრებულოს შენობასთან.

დასახლების უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მანამდე, მათ შორის, პრორუსული წყარების მხრიდანაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქს სამი მხრიდან შემოარტყეს ალყა. ბალაკლეას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქში სროლა ხმა ისმოდა, შემდეგ კი ხმა შეწყდა.

ბალაკლეა მარტის დასაწყისში დაიკავეს რუსეთის ჯარებმა. ქალაქში დიდი საყრდენი პუნქტი იყო განთავსებული. ბალაკლიას გარეუბანში არის უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალის შესანახი უდიდესი ბაზა.

დღეს საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელი ოლექსი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვისა და იუჟნობუჟის მიმართულებით გაათავისუფლეს რუსეთის ოკუპაციისგან ტერიტორია, რომლის ფართობი 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტია.

„ჯამში ვენი ქვედანაყოფებმა გარკვეული მიმართულებებით მტრის თავდაცვის სიღრმეში 2-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრით წაიწიეს წინ. გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნებული ტერიტორიის მთლიანი ფართობი ხარკოვისა და იუჟნობუჟის მიმართულებით 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტია“, - განაცხადა გრომოვმა.

მისი თქმით, ხარკოვის მიმართულებით დაკარგული ტერიტორიების აღდგენის მიზნით, კვირის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებთან და სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით გარკვეულ რაიონებში აქტიურობენ:

„ამჟამად სამხედრო შენაერთებმა მოწინააღმდეგის თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეაღწიეს... ხარკოვის მიმართულებით აქტიური ოპერაციების ჩატარებისას 20-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული“.

მან დასძინა, რომ კრამატორსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 2 კმ-მდე სიღრმეზე დაწინაურდნენ, ხოლო სლავიანსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 3 კმ-მდე სიღრმეზე წაიწიეს და გაათავისუფლეს სოფელი ოზერნოე.

განახლება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას უკრაინელი სამხედროების მიერ განთავისუფლებას.

„ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა თავისუფალ უკრაინულ ქალაქში, თავისუფალი უკრაინის ცის ქვეშ“, - დაწერა მან თავის ტელეგრამაში 8 სექტემბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S