Accentnews.ge
უკრაინამ HIMARS-ის გამოყენებით 400-ზე მეტ რუსულ სამიზნეს დაარტყა - გენერალი მილი

უკრაინამ HIMARS-ის გამოყენებით 400-ზე მეტ რუსულ სამიზნეს დაარტყა - გენერალი მილი

08/09/2022 19:18:21 ევროპა

აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS–ებით უკრაინამ 400-ზე მეტ რუსულ სამიზნეს დაარტყა,– განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ.

„ჩვენ ვხედავთ რეალურ და საგრძნობ უპირატესობებს უკრაინისთვის ამ სისტემების გამოყენებაში. მაგალითად, უკრაინელებმა HIMARS-ით დაარტყეს 400-ზე მეტ სამიზნეს და მათ დამანგრეველი გავლენა მოახდინეს“, - ციტირებს Reuters მილის.

ამის შესახებ მან გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც განიხილეს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.

მილის თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში სამხედრო მარცხია და მოსკოვის ძალებმა მხოლოდ „მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინის სხვადასხვა ნაწილში“:

”ჯერჯერობით, რუსეთის სტრატეგიული მიზნები დამარცხებულია”.

17 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაუკარგავთ HIMARS-ის არც ერთი სარაკეტო გამშვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S