
აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე დაუბრუნა
09/09/2022 08:48:48 კავკასია
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხურს ხუთი სამხედრო ტყვე დაუბრუნა.
“ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უწყობს”, – აცხადებს სომხური მხარე.
როგორც azatutyun.am იუწყება, ამ დროისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში 155 ტყვე არის დაბრუნებული და სომხური მხარის ოფიციალური ცნობით, აზერბაიჯანში კიდევ 33 ტყვე რჩება. მათი დიდი ნაწილი გასამართლებულია სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის და ტერორიზმის ბრალდებებით.