Accentnews.ge
"უკან იხევენ“: როგორ გაათავისუფლეს უკრაინელებმა 20 დასახლება

"უკან იხევენ“: როგორ გაათავისუფლეს უკრაინელებმა 20 დასახლება

09/09/2022 14:11:47 ევროპა

საწყის ეტაპზე უკრაინის ოფიციალური პირები აღმოსავლეთით კონტრშეტევაზე საუბარს ერიდებოდნენ, თუმცა ბლო სამი დღეა, სოციალური ქსელები აჭრელდა დატყვევებული რუსების დაკითხვის და მიტოვებული აღჭურვილობის (Z ნიშნით) ამსახველი კადრებით. გუშინ ცნობილი გახდა ბალაკლეას დეოკუპაციის შესახებაც. ქალაქი ხარკოვის რეგიონში, ხარკოვიდან 90 კილომეტრში მდებარეობს. ვიდრე თავად უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადასტურებდნენ ცნობას, პრორუსული წყაროები იუწყებოდნენ ქალაქის უკრაინელი სამხედროების მიერ ალყაში მოქცევის თაობაზე.

საბოლოოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა 20 დასახლების დეოკუპაციის თაობაზე: „კვირის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამშრომლობენ ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებთან და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, აქტიურ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ. ამ დროისთვის სამხედრო ნაწილებმა მტრის თავდაცვაში 50 კილომეტრის სიღრმეზე შეაღწიეს, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ფილტრაციის ოპერაციები გრძელდება. ხარკოვის მიმართულებით აქტიური ოპერაციების დროს 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში 400 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. გენერალურმა შტაბმა დეოკუპირებული ტერიტორიის საერთო ფართობი 700 კვადრატულ კილომეტრად შეაფასა. ეს ჯამური მაჩვენებელია სამხრეთის მიმართულებით და დონბასში წინსვლის გათვალისწინებით.

„რუსეთის არმიის ბევრი ჯარისკაცი გარბის და არ იბრძვის. სიტყვიერად ეს მარტივად მოჩანს: წავიდეთ, რუსები გაიქცნენ. მაგრამ სულ ასეც არაა. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის სამხედროების ნაწილი წინააღმდეგობას წევს, რა თქმა უნდა, ისინი დიდი ხანია, იქ იმყოფებიან და გამაგრებულნი არიან, მაგრამ დიახ, იმ სამხედროების დიდი პროცენტიცაა, ვისაც უბრალოდ არ სურს ბრძოლაში [შესვლა] უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და უბრალოდ, უკან იხევენ“, – განაცხადა დაჯგუფება „ხარკოვის აზოვის“ მეთაურმა ანატოლი სიდორენკომ.

პროცესზე დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ შეტევა ცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში და დადებითად აისახება ხარკოვის უსაფრთხოებაზე: ომის პირველივე დღეებიდან მუდმივი დაბომბვის ქვეშ მყოფ ქალაქში ცხოვრება შედარებით მაინც უსაფრთხო გახდება. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა სერიოზული დასაყრდენი აქვთ კუპიანსკზე შეტევისთვის. ეს არის ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული რეგიონული ცენტრი, საკმაოდ დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ცენტრი რუსული არმიისთვის. მეორე მიმართულება, რომელიც იხსნება უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე, არის იზიუმი, ასევე საკმაოდ დიდი ქალაქი, როგორიცა კუპიანსკი, რეგიონალური ცენტრი.

"იზიუმსა და კუპიანსკს შორის არჩევანს ვერ გავაკეთებდი – ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია: კუპიანსკი არის დიდი ლოჯისტიკური ცენტრი. შესაძლოა, მასზე გასვლა უფრო მიზანშეწონილი იყოს, რადგან ამ შემთხვევაში იზიუმში არსებული ჯგუფი არა მხოლოდ ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდება, არამედ მარაგის გარეშე უბრალოდ ვერ იბრძოლებს. აქ არის რუსული ჯარების ძირითადი დაჯგუფება. ცნობილია, რომ იქ 10-12 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფია. ეს ის ჯგუფია, რომელიც ქალაქ სლავიანსკზე თავდასხმას ცდილობდა. შემდეგ, როდესაც მიხვდნენ, რომ აქედან წარმატებები არ აქვთ, ჯარის ნაწილი იქიდან სხვა მიმართულებებზე გადაიყვანეს. დღეს ის ცოტა სუსტია. ბალაკლეაში ჩვენ დაგვხვდა რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები, არამედ მოხალისეების [რაზმებთან] - რუსული ომონის და სწრაფი რეაგირების ძალების. ანუ იქ უკვე იდგნენ ზურგის ნაწილები და არა რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფები“, - განმარტა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა.

გაგრძელდება თუ არა უკრაინის სამხედრო კონტრშეტევა კუპიანსკსა და იზიუმზე, ოლეგ ჟდანოვის თქმით, დამოკიდებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების მდგომარეობაზე. საქმე იმაშია, რომ დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება უფრო რთულია, რაც უფრო ღრმად ირღვევა მტრის თავდაცვის ხაზი: შემტევი მხარის ძალები „იჭიმება“, ზურგი უფრო დაუცველი ხდება. ამიტომ, სპეციალისტების თქმით, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამხელა სამხედრო ძალის კონცენტრირებას შეძლებს ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხარკოვის სამხრეთით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S