Accentnews.ge
"მსურს, დავარწმუნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება"

"მსურს, დავარწმუნო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება"

09/09/2022 15:27:30 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე სუს-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"2021 წელს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის მიმართულებით დაფიქსირდა 11, ხოლო, ცხინვალის მიმართულებით 70 უკანონო დაკავება. 2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში საერთო ჯამში იმყოფებოდა საქართველოს 7 მოქალაქე, მათ შორის, ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა 9 წლის ვადით. მსურს, დავარწმუნო პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებული პირთა ოჯახები, ასევე პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. გასული წლის დეკემბერში ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S