Accentnews.ge
ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

09/09/2022 16:30:10 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გიორგი ქუჯოშვილი გაათავისუფლეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრეს–სამსახურის ცნობით, გიორგი ქუჯოშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს.

„2022 წლის 26 მარტს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოს თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის ცხინვალის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე 1994 წელს დაბადებული გიორგი ქუჯოშვილი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა პირმა არაერთხელ დაარღვია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა. 2022 წლის 20 მაისს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ქუჯოშვილი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის I ნაწილით სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ჩადენაში და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში", - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

ქუჯოშვილი მიმდინარე წლის 26 მარტს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სოფელ ახალუბნის მცხოვრების გიორგი ქუჯოშვილისთვის ეს რიგით მესამე დაკავება იყო ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S