
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად კიევს ესტუმრა
10/09/2022 08:48:55 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მეორედ ჩავიდა კიევში მოულოდნელად.
როგორც ბერბოკმა განაცხადა, მისი სურვილია, აჩვენოს, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას, რამდენ ხანსაც საჭიროა.
მისი თქმით, იარაღის და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაგრძელება.
„კიევში წამოვედი, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი იმედი კვლავაც შეგიძლიათ გქონდეთ“ - მიმართა ბერბოკმა უკრაინელებს. რუსეთის პრეზიდენტის ცდილობს, დასავლეთი გახლიჩოს და გატეხოს უკრაინელების ნება, დაიცვან ქვეყანა, ეს არ უნდა მოხდეს, თქვა ბერბოკმა.
ბერბოკი მცირერიცხოვან დელეგაციასთან ერთად პოლონეთიდან გაემგზავრა კიევში საგანგებო მატარებლით. დაგეგმილია მისი შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან.
ეს ბერბოკის მეორე ვიზიტია უკრაინაში 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ. მაისში მან მოინახულა ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც რუსეთი ჯარების წასვლის შემდეგ 400 გვამი ნახეს.