Accentnews.ge
პენტაგონი: "ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემია"

პენტაგონი: "ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემია"

10/09/2022 08:54:22 ევროპა

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის საშა ბეიკერის თქმით, უკრაინის კონტრშეტევამ, რომელიც 1 სექტემბერს ხერსონის რეგიონში დაიწყო, აჩვენა, რომ უკრაინელებმა დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტიანად გამოყენება შეძლეს.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევაში უკრაინელების წინსვლას. ვფიქრობ, ვიხილეთ იმედისმომცემი ნიშნები, თუნდაც ბოლო 2 დღეში, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი სასტიკი მოწინააღმდეგეა და წინ კიდევ ხანგრძლივი ბრძოლა გველის", - თქვა ბეიკერმა.

CNN აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას პირველად უწოდა კონტრშეტევა. აქამდე, ამ ტერმინის გამოყენებას მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 სექტემბერს თქვა, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთის ძალებისგან "ათობით დასახლება გაათავისუფლეს" და კონტროლი აღადგინეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე. 9 სექტემბერს მან გათავისუფლებულ დასახლებებზე საუბრისას მეტად დააკონკრეტა რიცხვი და თქვა, რომ 30-ზე მეტი დასახლებაა ხარკოვის რეგიონში რუსებისგან გათავისუფლებული.

იხილეთ ასევე: იზიუმში, რკინიგზის ბაზართან "რაშისტები" თეთრი დროშებით გამოვიდნენ, ჩვენები ქალაქში შევიდნენ – კარაკაი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S