Accentnews.ge
"უკრაინის შეიარაღებული ძალები კუპიანსკში შევიდა"

"უკრაინის შეიარაღებული ძალები კუპიანსკში შევიდა"

10/09/2022 09:02:46 ევროპა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს,– განაცხადა საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა ნატალია პოპოვამ.

"კუპიანსკი უკრაინაა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!".

სახალხო დეპუტატები, ბლოგერები და სამხედრო კორესპონდენტები ასევე ავრცელებდნენ ინფორმაციას ქალაქის განთავისუფლების შესახებ. ცნობა დაადასტურეს ხარკოვის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაშიც.

ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მკვლევარები წერდნენ, რომ ქალაქის დეოკუპაცია ბალაკლეაში შესვლის შემდეგ უკრაინელებს 72 საათში შეეძლოთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S