Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "კიდევ რამდენიმე გამარჯვებაც და რუსები გაიქცევიან"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "კიდევ რამდენიმე გამარჯვებაც და რუსები გაიქცევიან"

10/09/2022 09:33:09 ევროპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი თავს იკავებს ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებისგან, თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.

თავდაცვის მინისტრმა კითხვაზე, მოუწევთ თუ არა უკრაინელებს დიდხანს ბრძოლა, უპასუხა:

„მე კი სხვა შთაბეჭდილება მაქვს. დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ გამარჯვება და მენდეთ, რუსული ჯარები გაიქცევიან – ვანადგურებთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ. და ჩნდება კითხვა: საით მიდიან? მორალური სულისკვეთება კი... ზვავს დაემსგავსება, თავდაცვის ერთი ხაზი შეირყევა და ჩამოიშლება".

რეზნიკოვის თქმით, უკრაინელებმა უკვე იხილეს, თუ როგორ გაიქცნენ დამპყრობლები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებიდან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი ვეღარ კვებავს ჯარისკაცებს, ვერ ავსებს მარაგებს, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ მიწოდების ჯაჭვები გაწყვიტეს. ახლა კი, მაღალი სიზუსტის არტილერიისა და აღჭურვილობის გამოყენებით, დიდია შანსი, რომ „ეს ზვავი უფრო სწრაფად დაიძრეს". ამას კი, რეზნიკოვის თქმით, რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, მსოფლიო აღიქვამდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, როგორც პატარა საბჭოთა არმიას, რომელიც დაუპირისპირდება დიდ საბჭოთა არმიას, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარად აღმოჩნდა; გარდა ამისა, რუს ჯარისკაცებს სჯეროდათ, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდნენ, რომ მათ ყვავილებით დახვდებოდნენ, მაგრამ აქ მათ დახოცვა დაუწყეს; ოკუპანტებს არ აქვთ მორალური განწყობა, რისთვის უნდა იბრძოლონ, მაშინ როცა, უკრაინელებმა იციან, რომ ისინი იცავენ „თავიანთ ქვეყანას, ოჯახს და მიწას“, უკრაინელებს „სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ გადარჩნენ, როგორც ერი, საზოგადოება, ქვეყანა“:

„მე გეტყვით ომის დასრულების კრიტერიუმს. ასეთი ორია: ჩვენი მესაზღვრეები ყველა საზღვარზე, რომლებიც 1991 წელს არის აღიარებული. ეს არის ფორმალურ–იურიდიული მხარე. ხოლო რეალურ–ცხოვრებისეულია, როდესაც ჩვენ ბორისპოლის აეროპორტში შევხვდებით ერთმანეთს, ავალთ თვითმფრინავში ოჯახის წევრებთან ერთად, მე და თქვენ განვიხილავთ, რომელ სასტუმროში აპირებთ დასვენებას... ეს იქნება ნიშანი, რომ უკრაინაში მშვიდობა დადგა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S