
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს - ზელენსკი
10/09/2022 19:21:45 ევროპა
სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 2000 კვადრატული კილომეტრი,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციური ვიდეომიმართვისას.
„გრძელდება ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით. დღეისათვის სექტემბრის დასაწყისიდან აქტიური ოპერაციების ფარგლებში ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება“, – განაცხადა მან.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინის ეროვნული გვარდიის სლავიანსკის მე-15 პოლკის მებრძოლებს, რომლებიც „ხარკოვის მიმართულებით გამოირჩეოდნენ“.
9 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა ხარკოვის რეგიონში 30-ზე მეტი დასახლება დაიბრუნეს.
ცნობისთვის: დღეს რუსეთისთავდაცვის სამინისტრომ ბალაკლეადან და იზიუმიდან გასვლა აღიარა.