Accentnews.ge
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ბრიგადამ სევასტოპოლიდან პერსონალის 85% დაკარგა, - უკრაინის გენშტაბი

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ბრიგადამ სევასტოპოლიდან პერსონალის 85% დაკარგა, - უკრაინის გენშტაბი

12/09/2022 06:42:24 ევროპა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ, რომელიც განლაგებულია ანექსირებულ სევასტოპოლში, პერსონალის 85%-მდე დაკარგა, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

„თავდაცვის ძალების მიერ ხერსონის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული მოქმედებების შემდეგ, მტერმა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის 810-ე ცალკეულმა ბრიგადამ (მუდმივი განლაგების პუნქტი ქალაქი სევასტოპოლი) დაკარგა პერსონალის თითქმის 85%. დანარჩენ სამხედროებს აქვთ უკიდურესად დაბალი მორალური განწყობა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა – ისინი მასობრივად ამბობენ უარს საბრძოლო ზონაში დაბრუნებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთის ხელისუფლება არ ასახელებს დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების ზუსტ რაოდენობას.

მანამდე ანექსირებული ყირიმის რუსმა მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა აღიარა დანაკარგები რუს სამხედროებს შორის ყირიმიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, მაგრამ მათი რაოდენობა არ დაუსახელებია. Крым.Реалии იუწყებოდა, რომ რუსი სამხედროების დაკრძალვა გაიმართა ალუშტაში, სუდაკში, საკიში, ქერჩსა და იალტაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S