
ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმის – ქალაქის მერი
12/09/2022 08:20:15 ევროპა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, ზაპოროჟიეს ოლქში, კვლავ აფეთქებებია,– იუწყება ქალაქის მერი ივან ფედოროვი.
„მელიტოპოლში მტერი კვლავ არაა მშვიდად: აფეთქებების ხმები ისმის ქალაქის სამხრეთ ნაწილში.
ვიმედოვნებთ, რომ შეიარაღებული ძალები კვლავ ანადგურებენ ოკუპანტების ტექნიკას და ცოცხალ ძალას. ველოდებით დეტალებს“,– ნათქვამია შეტყობინებაში.