
„უკრაინის სპეცსამსახურებზე საიდუმლო მონაცემებს აგროვებდა“: СБУ ჯაშუშის დაკავების შესახებ იუწყება
12/09/2022 08:58:21 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოდესაში რუსების ჯაშუშის დაკავების შესახებ იუწყება.
საუბარია უკრაინის შსს–ს ყოფილ მაღალჩინოსანზე.
ამავე წყაროს ცნობით, დაკავებული სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ასევე ინტერესდებოდა შსს-ს თანამდებობის პირებისა და ვეტერანების შესახებ საიდუმლო ინფორმაციით და რეზონანსული საქმეების გამოძიების შედეგებით.
გამოძიების ვერსიით, შეგროვებული ინფორმაცია მან მოსკოვს გადასცა რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს კარიერულ ოფიცერს სერგეი ერემინის მეშვეობით, რომლის საქმიანობასაც კოორდინაციას რუსული ФСБ უწევს.
ოკუპანტები მიღებულ ინფორმაციას იყენებენ უკრაინის უშიშროების ძალებს შორის „პოტენციური სამიზნეების“ გამოსავლენად, დივერსიული და სპეციალური საინფორმაციო ოპერაციების განსახორციელებლად მათი დისკრედიტაციისა და რეკრუტირების მიზნით.
უსაფრთხების სამსახურის ცნობით, აღნიშნული პირი ოდესაში 2014 წელს გადავიდა პოლიციიდან გათავისუფლების შემდეგ. ხოლო რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცა პროკრემლისტური შეხედულებების გამო, რომელიც მან ყოფილ კოლეგებთან გამოთქვა. ის 2022 წლის ივნისში გადაიბირეს და მას შემდეგ, მიღებული დავალების შესაბამისად აგროვებდა სადაზვერვო ინფორმაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების, სამხრეთ უკრაინის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
გამოძიების თანახმად, მონაცემების გადასაცემად გამოყენებული იქნა წინასწარ შემუშავებული ელექტრონული საკომუნიკაციო არხი.