
დეოკუპირებულ ხარკოვში ნაწამები ადამიანების ცხედრები იპოვეს
12/09/2022 16:14:08 ევროპა
რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის სოფელ ზალიზნიჩნოიეს ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ოთხი ადგილობრივის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი შინამეურნეობების ტერიტორიაზე იყო დაკრძალული, მეორე – რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ – ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე.
ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ,– იუწყება უკრაინის გენპროკურა.
როგორც აღინიშნა, ზალიზნიჩნის მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.
სამართალდამცავების წინასწარი მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა ზალიზნიჩნიში მშვიდობიანი მოქალაქეები სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს.
ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის თითქმის სრული ტერიტორია და მიაღწიეს რუსეთის საზღვარამდე, რაც რუსეთის მარცხად შეფასდა ანალიტიკოსების მიერ. რუსმა სამხედროებმა ამას "გადაჯგუფება" უწოდეს.