Accentnews.ge
ზელენსკი: "უკრაინა „მინსკის შეთანხმების“ არანაირ ვარიანტს არ დათანხმდება"

ზელენსკი: "უკრაინა „მინსკის შეთანხმების“ არანაირ ვარიანტს არ დათანხმდება"

12/09/2022 18:11:56 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოფიციალური კიევი „მინსკის შეთანხმების“ არანაირ ვარიანტს არ დათანხმდება.

მისი თქმით უკრაინელები ისწრაფვიან თავისი სახელმწიფოს ტერიტორიის დეოკუპაციისკენ.

„დეოკუპაციის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება რუსეთისთვის ნელი ოკუპაციის გაგრძელების უფლების მიცემა, რომელიც მან 2014 წელს დაიწყო“,- განაცხადა CNN-თან ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციული მოქმედებების დეტალების გამჟღავნება.

„ჩვენ ერთ ადგილას არ ვიდგებით. ნელ-ნელა მუდამ წინ წავალთ. სხვანაირად მათთან აღარ ვისაუბრებთ. როგორც კი ჩვენ გავჩერდებით, მე ვიცი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ჩვენ „მინსკის პროცესებისკენ“ გვიბიძგებს. მინდა მსოფლიოს ესმოდეს, ეს სხვადასხვა რაღაცაა. დიპლომატიური გადაწყვეტა და „მინსკი“ -2-3-5-10- ეს სხვადასხვა რაღაცაა. „მინსკი“ - ეს ცარიელი ფურცელია იმისთვის, რომ რუსეთს დასვენების საშუალება მიეცეს შემდეგ შეჭრამდე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S