
უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ მიდის კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით უფრო ნელა, ვიდრე ხარკოვის
12/09/2022 20:04:48 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის დამცველების კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებით უფრო ნელა მიდის, ვიდრე ხარკოვის მიმართულებით, რადგან ხერსონი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია სარწყავი არხებით, რომლებიც ოკუპანტებს შეუძლიათ, გამოიყენონ თავდაცვით სანგრებად. ამდენად, მინისტრმა Financial Times-თან რეგიონის გეოგრაფიულ მახასიათებლებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სწრაფი შეტევის შესაძლებლობას არ იძლევა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა დღის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 6 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
„თითქმის 6 ათასი კვადრატული კილომეტრი“, - წერს მალიარი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 6 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
„თითქმის 6 ათასი კვადრატული კილომეტრი“, - წერს მალიარი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის თითქმის სრული ტერიტორია და მიაღწიეს რუსეთის საზღვარამდე, რაც რუსეთის მარცხად შეფასდა ანალიტიკოსების მიერ. რუსმა სამხედროებმა ამას "გადაჯგუფება" უწოდეს.