Accentnews.ge
ზელენსკი – ტრამპზე: "ამ ვითარებას ვარდისფერი სათვალის გარეშე უნდა შეხედოს"

ზელენსკი – ტრამპზე: "ამ ვითარებას ვარდისფერი სათვალის გარეშე უნდა შეხედოს"

12/09/2022 20:12:17 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ–ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ურჩია, რომ „სჯობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს „ვარდისფერი სათვალის“ გარეშე შეხედოს“.

ზელენსკის თქმით, ტრამპს ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ გაეგო, თუ ვინ არის პუტინი.

„ვგონებ, ის იკავებდა იმდენად მაღალ თანამდებობას, სადაც არ შეიძლება იმის არ გაგება, ვინ არის შენი ერის მოწინააღმდეგე. ვგონებ, შენ გაქვს ყველანაირი ძალა და დაზვერვის მონაცემები და ფსიქოლოგიური პორტრეტი. უნდა ერკვეოდე, ვინ არის რუსეთის პრეზიდენტი, რისკენ ისწრაფვის და როგორ მიდის იქითკენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ტრამპპი, რომელმაც პუტინს გენიოსი უწოდა და უკრაინას ნატოსა და ოკუპირებულ ყირიმზე უარის თქმისკენ მოუწოდა:

„საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. შესაძლოა, ჩვენ მისთვის ზედმეტად შორს ვმდებარეობთ, მაგრამ ომს არ აქვს არანაირი მანძილი. ვფიქრობ, მან ამ ვითარებას „ვარდისფერი სათვალის“ გარეშე უნდა შეხედოს. არ ვიცი, იქნებ მას ეს საშინაო პოლიტიკისთვის სჭირდებოდა, რომ ის მზად არის გაგების წერტილი იპოვოს რუსეთის პრეზიდენტთან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S