Accentnews.ge
უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დონეცკის ოლქში სვიატოგორსკის დეოკუპაცია დაადასტურა [ვიდეო]

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დონეცკის ოლქში სვიატოგორსკის დეოკუპაცია დაადასტურა [ვიდეო]

12/09/2022 20:28:43 ევროპა

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დონეცკის ოლქში სვიატოგორსკის დეოკუპაცია დაადასტურა.

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მებრძოლ ვიტალი მარკივის ვიდეო.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია სვიატოგორსკის გათავისუფლების შესახებ.

კიდევ უფრო ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინებოდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 11 სექტემბერს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეტევის დაწყების შემდეგ, რის შედეგადაც ათობით დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა, ირიბად პირველად დაადასტურა რუსული ჯარების უკანდახევა. აღნიშნულს მათ "გადაჯგუფება" უწოდეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის თითქმის სრული ტერიტორია და მიაღწიეს რუსეთის საზღვარამდე, რაც რუსეთის მარცხად შეფასდა ანალიტიკოსების მიერ. რუსმა სამხედროებმა ამას "გადაჯგუფება" უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S