Accentnews.ge
დეოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პედაგოგები დააკავეს, მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ

დეოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პედაგოგები დააკავეს, მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ

12/09/2022 20:42:16 ევროპა

რუსული ჯარებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ტერიტორიებზე დააკავეს პედაგოგები რუსეთიდან, რომლებიც უკრაინის სკოლებში რუსული პროგრამით ასწავლიდნენ, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

ვიცე–პრემიერის თქმით, მათ უკრაინის წინააღმდეგ „დანაშაული ჩაიდინეს“ და სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით („ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა“) გაასამართლებენ. ამ მუხლით სასჯელი 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოსვლას დასთანხმდნენ. რა თქმა უნდა, სასამართლო დაადგენს მათ სასჯელს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის გარკვეული რაოდენობის რუსეთის მოქალაქეებისა, რომლებიც ჩამოვიდნენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე და ისინი აუცილებლად დაისჯებიან, თუ სასწრაფოდ არ დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას“,– განაცხადა ვერეშჩუკმა და დასძინა, რომ რუს პედაგოგებს არ განიხილავენ სამხედრო ტყვეებად, რათა შემდეგ გაიცვალონ, რადგან ისინი არ არიან მებრძოლები.

ვერეშჩუკმა არ დააკონკრეტა დაკავებული მასწავლებლების რაოდენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეტევის დაწყების შემდეგ, რის შედეგადაც ათობით დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა, ირიბად პირველად დაადასტურა რუსული ჯარების უკანდახევა. აღნიშნულს მათ "გადაჯგუფება" უწოდეს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის თითქმის სრული ტერიტორია და მიაღწიეს რუსეთის საზღვარამდე, რაც რუსეთის მარცხად შეფასდა ანალიტიკოსების მიერ. რუსმა სამხედროებმა ამას "გადაჯგუფება" უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S