Accentnews.ge
რუსებს საფრანგეთში ორი უკრაინელი ქალის ცემაში ადანაშაულებენ

რუსებს საფრანგეთში ორი უკრაინელი ქალის ცემაში ადანაშაულებენ

12/09/2022 21:05:59 ევროპა

საფრანგეთის პოლიცია ორი უკრაინელი ქალი ცემის საქმეს იძიებს.

ორშაბათს, საფრანგეთში უკრაინელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ვოლოდიმირ კოჰუტიაკმა განაცხადა, რომ წინა ღამეს როკბრუნ-კაპ-მარტინის მუნიციპალიტეტში „ორი უკრაინელი ქალი სცემეს რუსებმა უკრაინული მუსიკის გამო“.

დაზარალებულები არიან ალინა და მისი დედა – ელენა ხარკოვის რეგიონის ქალაქ იზიუმიდან. ისინი საფრანგეთში 19 აპრილს გაემგზავრნენ. ამ დროს იზიუმი რუსეთის ჯარებს ჰქოდათ დაკავებული.

როგორც ალინა ყვება, ის და დედამისი სანაპიროზე სეირნობდნენ და ტელეფონით უკრაინულ მუსიკას უსმენდნენ. სწორედ ამ დროს ოთხ კაცს შეხვდნენ.

"ერთ-ერთი კაცი ჩვენსკენ გამოექანა. სახეში დამარტყა. მე მიწაზე დავეცი და მან ისევ დამარტყა. სამჯერ დაარტყა დედაჩემს", - იხსენებს გოგონა.

ექიმებმა ელენას ცხვირის მოტეხილობა დაუდგინეს.

ალინა დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი რუსი იყო: "როცა ალაპარაკდა, მივხვდით"

.საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის საელჩომ პარიზში განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა ორი უკრაინელი ქალის ცემის საქმე:

"დიპლომატები თანამშრომლობენ ფრანგ სამართალდამცავებთან, რათა დროულად გამოიძიონ თავდასხმა. თავდამსხმელები უნდა დაისაჯონ!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S