Accentnews.ge
"საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება"

"საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება"

14/10/2019 08:11:58 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება. 

"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალ წელს როცა ხელისუფლება შეიცვლება და ეს აუცილებლად მოხდება, მათ არ ემუქრებათ ხიფათი და არასტაბილურობა და არ ემუქრებათ შურისძიების ახალი ტალღა, როგორც ეს იყო 2012 წელს. ჩვენ არ ვადგენთ შურისსაძიებელი ადამიანების სიას, ჩვენ არ ვადგენთ იმ ადამიანების სიას, ვინც უნდა დაისაჯოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არავის დასჯა არ არის ჩვენი ამოცანა", - აცხადებს ბაქრაძე.

ცნობისთვის: "მთავარი" არხის ეთერში გუშინ "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და ასევე აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგია ლოზუნგის "ივანიშვილი ციხეში". 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S