
სომხეთის თავდაცვა: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე ცეცხლი გახსნა
12/09/2022 21:37:26 კონფლიქტები
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 13 სექტემბერს, 00:05 საათზე სომხეთის ქალაქებში: ორისში, ჯერმუკსა და სოთქში სამხედრო პოზიციების მიმართულებით ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.
სომხეთის თვადაცვის ცნობითვე, აზერბაჯანელები არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღთან ერთად დასაბომბად დრონებს იყენებენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
თავის მხრივ ბაქო ერევანს ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი დივერსია ჩაატარეს დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით“, ხოლო აზრბაიჯანის მხრიდან აღნიშნულის „აღაკვეთისას შეტაკება მოხდა“:
„აზერბაიჯანის არმიის ზოგიერთი პოზიციები, თავშესაფარები და ბაზები დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან დაინომბა ბასარკეჩერის, ისტისუს, გარაკილსას დასახლებების მიმართულებით დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ.
შედეგად არის დანაკარგები პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“.
როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, „მიიღება აუცილებელი ზომები სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე პუნქტების ჩახშობისა და სამხედრო შეტაკებების მასშტაბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.