
ბაქო მსხვერპლის შესახებ იუწყება და მომხდარში ერევანს ადანაშაულებს
12/09/2022 22:16:26 კავკასია
ბაქო ერევანს ადანაშაულებს მხარეებს შორს ამჟამინდელ ესკალაციაში და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სომხეთის ხელისუფლებას აკისრებს.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი დივერსია ჩაატარეს დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით“, ხოლო აზრბაიჯანის მხრიდან აღნიშნულის „აღაკვეთისას შეტაკება მოხდა“.
„აზერბაიჯანის არმიის ზოგიერთი პოზიციები, თავშესაფარები და ბაზები დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან დაინომბა ბასარკეჩერის, ისტისუს, გარაკილსას დასახლებების მიმართულებით დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ.
შედეგად არის დანაკარგები პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“.
ბაქო ასევე აცხადებს, რომ მის მიერ ხსენებულ „დივერსიულ ჯგუფს“ შორისაც არის მსხვერპლი.
ამასთან, უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მიიღება აუცილებელი ზომები სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე პუნქტების ჩახშობის და სამხედრო შეტაკებების მასშტაბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 13 სექტემბერს, 00:05 საათზე სომხეთის ქალაქებში: ორისში, ჯერმუკსა და სოთქში სომხეთის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.
სომხეთის თვადაცვის ცნობითვე, აზერბაჯანელები არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღთან ერთად დასაბომბად დრონებს იყენებენ.
იხილეთ ასევე: ერთ რეგიონში გადაკვეთილი ინტერესები და მიღწეული შეთანხმების პერსპექტივა