
პრეზიდენტი - შეწყალების საქმეზე: "რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში დაბარებული?"
14/10/2019 08:50:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
არა, რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იყო თუ არა პრეზიდენტი პროკურატურაში გამოკითხვაზე, ან აპირებს თუ არა ის უწყებაში მისვლას.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.