
სომხეთი და აზერბაიჯანი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
13/09/2022 08:06:06 კავკასია
სომხეთი და აზერბაიჯანი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მსხვერპლია შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში. თუმცა უწყება არ აკონკრეტებს დაღუპულთა რაოდენობას.
მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინ განახლდა. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".