
მოსკოვი – ერევანს: "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით"
13/09/2022 10:01:17 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სომხეთმა საზღვარზე ესკალაციის მოგვარებასთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნავ, რომ "სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით".
"მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. მივიღეთ მიმართვა სომხეთის ხელმძღვანელობისგან, რომ დავეხმაროთ სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად და ОДКБ-ს საშუალებით. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის მხრიდან საკონსულტაციო დახმარების გაწევით", – აცხადებენ უწყებაში.
მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადებების შესაბამისად.
მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს. ერევანი და ბაქო შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.